სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის შესახებ ვბრძანებ:
1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 თებერვალს, 12:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;
3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროფესორი;
- ლია წულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი;
- შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
- რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;
4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.